17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
სიმართლე ერთია, ეს წერილი გადმოცემული იყო გახარიას გავლით - ბადრი ჯაფარიძეა ე.წ მუქარის წერილზე

ე.წ. მუქარის წერილზე, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა - "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ ეს საქმე არ გამოიძია, რადგან წერილი მათ, სწორედ გახარიას გავლით გადასცეს.

მისივე განცხადებით, გახარიას არ ჰყოფნის გამბედაობა სიმართლე თქვას, პროკურატურა კი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია. 

"ცხადია, რომ სიმართლე ერთია - ეს წერილი გადმოცემული იყო გახარიას გავლით. სამწუხაროდ პრემიერს არ ყოფნის სიმართლის თქმის გამბედაობა. აქედან გამომდინარე პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოძიების ნაცვლად ის პრემიერის გათეთრებით არის დაკავებული. თუკი პროკურატურას გამოძიების ჩატარება სურდა, აბსოლუტურად ადვილი დასადგენი იყო, როდის, როგორ და სად გადმოგვცა გახარიამ ეს მუქარის წერილი,"- აცხადებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. 

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას

დღის ამბები