17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
შესაძლოა თუ არა ნავალნი პუტინის მორიგი მსხვერპლი იყოს - ანალიტიკოსების აზრით ის კრემლისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს, გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ შეიმჩნევა. ის ამჟამად კომაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ახლა გერმანელმა სპეციალისტებმა ისიც უნდა დაადგინონ, რამ გამოიწვია პოლიტიკოსის ორგანიზმის კოლაფსი

ნავალნის სამედიცინო დასკვნის წინ, ექსპერტები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, შესაძლოა თუ არა, ნავალნი პუტინის მორიგი მსხვერპლი იყოს.

"მე გამიკვირდა რატომ მოხდა მაინცდამაინც ახლა ნავალნის მოწამვლა. არის ვერსია, რომ ბელარუსიაში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა კრემლი დააშინა, რომ იგივე არ მოხდეს რუსეთშიც. მაგრამ მსგავს შიშს მე რუსულ ელიტაც ჯერ ვერ ვატყობ. ნავალნი ისეთ სასწაულ საფრთხე ვერ ქმნიდა პუტინისთვის. პუტინს ვინც საბოლოო ჯამში ძირს გამოუთხრის, ეს თვითონ იქნება,"- განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძემ.

ის ფაქტი, რომ ადამიანებს უკმაყოფილების გამო კლავენ, პუბლიცისტისა და ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვისთვის ახალი არ არის. პანფილოვის თქმით, პუტინის კრემლის სათავეში მოსვლის შემდეგ, სახელისუფლებო დანაშაულები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჟურნალისტი მისი კოლეგების დევნის საკითხზეც საუბრობს და მაგალითად მისი მეგობარი ანა პოლიტოვსკაია მოჰყავს, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო ხელისუფლების მხრიდან. 

"როდესაც ჩნდება რამდენიმე ადამიანი, ვინც რეჟიმით უკმაყოფილებას გამოთქვამს, მათ მარტივად კლავენ და ამით პრობლემასაც ჭრიან. მკვლელობა უფრო 90-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ელცინი გამოჩნდა. პუტინის მოსვლით კი სახელისუფლებო დანაშაულები რამდენჯერმე გაიზარდა. ასევე, გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ, მათი დაშინებისა და გაჩუმების მიზნით. ასე იყო ანა პოლიტკოვსკაიას შემთხვევაშიც. მე და ანა ვმეგობრობდით და მახსოვს როგორ ფრთხილობდა. მისი გასვლა ჩეჩნეთში გასაიდუმლოებული იყო და ეს მისმა შვილებმაც კი არ იცოდნენ, რადგან საშიშროება სულ არსებობდა," - აღნიშნა პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა. 

ნავალნის ბერლინში გაშვების საკითხზე რუსი მედიკოსები 2 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ამ ფაქტმა კი ნავალნის მხარდამჭერებში გააჩინა ეჭვი, რომ კრემლის დაკვეთით ექიმები ელოდნენ თუ როდის გაუჩინარდებოდა მის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება.

დღის ამბები