17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, ინფექციურ საავადმყოფოს შეუქმნას ნორმალური პირობები - "ევროპული საქართველოს" წევრი

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ვახტანგ კალოიანი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებებს ჯანდაცვის უწყებისადმი ეხმაურება.

როგორც კალოიანი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა შეუქმნას ინფექციურ საავადმყოფოს ფუნქციონირებისთვის ნორმალური პირობები.

"იმდენად მძიმე ინფრასტრუქტურულ პირობებშია ის დაწესებულება, ეს 300 000 იქნება ალბათ საკმარისი მხოლოდ პირველი ცეცხლის ჩასაქრობად. მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, შეუქმნას ნორმალური პირობები. როგორც ქალბატონი ტიკარაძე ბრძანებს, რაშიც გარკვეულწილად ვეთანხმები, მხოლოდ 40% საწოლების არის დატვირთული ზოგადად, შესაბამისად, არის უამრავი თავისუფალი სივრცე, შედარებით უკეთეს ინფრასტრუქტურულ პირობებში, სადაც შეიძლება ამ ცენტის ღირსეულად განთავსება.

მოდი ვაღიაროთ, ამ 40 მილიონის ათვისებას არ ეყოფა 6 და 8 თვე, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, იმ შენობაში შიდსის ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება," - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა

თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ იყო ინფორმირებული, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში არსებულ მძიმე სიტუაციაზე, რის გამოც 20 აგვისტოდან, დაწესებულებამ პაციენტების ნაწილის მიღება შეაჩერა, "სიცრუეს და თავის მართლების უსუსურ მცდელობას" უწოდებს.

დღის ამბები