”ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე სოფელ დიდაჭარაში მეჩეთში, პარასკევის ლოცვას დაესწრნენ.
მოგვიანებით, მათ მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობას აქვს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მისი მოგვარების გზა საპარლამენტო არჩევნებზე გადის.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემები უნდა მოგვარდეს.
ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ტარიელ ნაკაიძე აღნიშნავს, რომ ის იქნება ყოველი მოქალაქის ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში.