"სიცრუე და თავის მართლების უსუსური მცდელობა" - ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის უწყების განცხადებას, თითქოს ეკატერინე ტიკარაძე ინფორმირებული არ იყო, სამედიცინო ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე.
საპირისპიროს ამტკიცებს, ის დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ ჯანდაცვის უწყება დაწესებულებას უფლებას აძლევდა, დივიდენდები ნებისმიერი საჭიროებისთვის გამოეყენებინა. თუმცა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ეს განცხადება მას არ მიუღია.