25 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი - დაუპირისპირებს თუ არა მათგან ერთ-ერთს ისანში "ნაცმოძრაობა" გიორგი ვაშაძეს

უახლოეს დღეებში გაირკვევა, დაუყენებს თუ არა ისნის მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ვაშაძეს კონკურენტს "ნაციონალური მოძრაობა". ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი - დიდი ალბათობით, არჩევანს პარტია ამ სამი კანდიდატიდან ერთერთზე შეაჩერებს. როგორც"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა ოპოზიციის ერთობა დაარღვია, ამიტომ საერთო კანდიდატზე შეთანხმება, ამ შემთხვევაში, ძალას კარგავს.

თავად გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ მზადაა არჩევნებში ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაამარცხოს, მაგრამ აქვე იმასაც ამბობს, რომ მას სიტყვა არ გაუტეხავს.

დასახელებული სამი ლიდერიდან, "კურიერის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხატია დეკანოიძის კანდიდატურას ემხრობა. 

დღის ამბები