17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უდრის გაზრდილ დანაშაულს" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა

"დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უდრის გაზრდილ დანაშაულს" - ამ ლოზუნგით "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია- პერფორმანსი გამართეს.

შეკრებილების მტკიცებით, საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, 41000 300-მდე დაუსჯელი ადამიანია და აცხადებენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი ყოველწლიურად იზრდება - პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას მთავრობას ეკისრება.

"ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა დიაროვი აცხადებს, რომ ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

"კლებულობს გამოძიებული დანაშაულების რაოდენობა. უნდა შეიცვალოს ოქტომბერში ხელისუფლება,"- განაცხადა ლაშა დიაროვმა.

დღის ამბები