პოლიტიკური ცდუნების გადაზღვევის მცდელობა - მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი დღეს ხელმოწერით პირობას დადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნიან.
დეკლარაციაზე ხელისმომწერთა შორის არიან "ევროპული საქართველო," "ნაციონალური მოძრაობა," "გირჩი," "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა", "ახალი საქართველო".
დიდი ალბათობით, მომავალი პარლამენტი ყველაზე უფრო მრავალპარტიული და კოალიციური იქნება, რადგან არცერთ პარტიას არ ეყოფა ხმები 150-ადგილიან პარლამენტში 76 ადგილის მისაღებად.
"ფორმდება მემორანდუმი, იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი რომელზე ხელმომწერი პარტიები ღიად დააფიქსირებენ, რომ ისინი არ აპირებენ არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან კოალიციის შექმნას. კარგია რომ ეს დოკუმენტურად გაფორმდება და იქნება კარგი კატალიზატორი იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა სად მოიაზრებს თავს ამ არჩევნების შემდეგ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.