ოპოზიციის მიერ ხმების დასაცავად შემუშავებულ მემორანდუმზე, "დღის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ იბრძოლებენ, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის მემორნადუმის მთავარი აზრი.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვან დეკლარაციას მოეწერა ხელი. ჩვენ ყველა ერთისთვის ვიბრძოლებთ და ერთი ყველსათვის. გვინდა რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორება ლეგიტრიმური გზით მოხერხდეს, მემორანდუმი კი, სწორედ ამის პრევენციას ემსახურება," - აცხადებს გიგი უგულავა.
იმ ფაქტზე, რომ ოპოზიციის კოლეგების ნაწილმა ხელი არ მოაწერა დეკლარაციას, გიგი უგულავას განცხადებით, მათ ვინც ეს არ გააკეთა ამის უფლება, რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ მისივე თქმით, იმისათვის, რომ არჩევნებში თამაშის წესები სამართლიანი იყოს, პარტიებმა ხმების დაცვისთვის მომზადებულ დეკლარაციას ხელი უნდა მოწერონ.
"როდესაც პარტიას არ ჰყავს კომისიაში წევრი და არც ოფიციალური დამკვირვებელი, ბუნებრივია მათ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმური სურვილი იმისა, რომ ამ ერთობაში იყვნენ. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არ იწვევს ნდობას. ვინც დეკლარაციას ხელი არ მოაწერა, ეს უკვე მათი პრობლემაა. ეს არ არის იძულება, ეს არის ურთიერთსარგებლიანი შეთანხმება. ზოგადად ადამიანებს კლომპლექსები აწუხებთ ხოლმე და ეს შემდეგ პოლიტიკაშიც გადმოაქვთ. ჩვენი მიზანია თამაშის წესები სამართლიანი იყოს," - აღნიშნა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადებაც განმარტა, რომლის მიხედვითაც მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას უფლება აქვს, ისანში გიორგი ვაშაძეს კანდიდატი დაუყენოს.
"ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ "ძალა ერთობაშიაში" იყო, მაშინ დააყენა მან საკუთარი კანდიდატურა საბურთალოზე. ასევე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრობლემა არა იმაშია ოქრუაშვილი დაუყენებს თუ არა კანდიდატურას ისნის ოლქში ვაშაძეს, არამედ იმაში, რომ არსებობს ხმები, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს კანდიდატი დაუყენოს ვაშაძეს. მე ამ შემთხვევში პრეტენზია მაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", რადგან შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მრავალმხრივია. როდესაც საერთო შეთანხმებას არღვევ, მინიმუმ სხვა მხარესაც უნდა უთხრა ამაზე. იმედი მაქვს, რომ ისინი არ დააყენებენ ისანში თავიანთ კანდიდატს და ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ოქრუაშვილს, იმის გამო, რომ ის ვაშაძის წარმომადგენელია საბურთალოზე, მას აქვს პროპორციულად უფლება ისანში იყაროს კენჭი, მაგრამ მე მგონია, რომ ირაკლი ამ უფლებას არ გამოიყენებს. თუმცა, ეს უფლება "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია დღეს ოფიციალურად შეთანხმდა რომ არჩევნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. დოკუმენტი ხელმოწერილია ახლა უნდა გადაწყდეს რა მექანიზმით მოხდება შეთანხმების პრაქტიკაში აღსრულება.
ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებთან, ასევე უბნებზე ხმის მიცემის დროს. დაახლოებით 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი ე.წ. ხმების დაცვის დეკლარაციას.