17 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
თუ ოპოზიცია უარს იტყვის ბანკირებთან თანამშრომლობაზე, მე მათთან ვიქნები - დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პოლიტიკური მოძრაობიდან "ტრიბუნა" დავით ჭიჭინაძის განცხადებით, დეკლარაციის მიზანია, ხალხმა იცოდეს, რომ მისი მიცემული ხმა დაცული იქნება და ვინც ამას დაარღვევს ის დასჯილი იქნება. 

"დეკლარაციის მიზანია, ხალხმა იცოდეს რომ მისი მიცემული ხმა დაცული იქნება და ვინც ამას დაარღვევს ის დასჯილი იქნება. მე მიკვირს ამ დეკლარაციას "ქართული ოცნებაც" რომ ემიჯნება, პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ ამით დაინტერესებულები. მმართველი პარტია არაფრით ჩამორჩება იმ გამყალბებლებს, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ირაკლი კობახიძე ტრაბახობდა და აპელირებდა იმით, თუ რამდენად დიდი ოსტატია არჩევნების ჩატარების. ამ ადამიანმა "ქართული ოცნების" დაშლას ხელი შეუწყო და ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების გასტუმრებასაც ძალიან დიდად შეუწყობს ხელს,"- აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

დავით ჭიჭინაძე მოლაპარაკების მეორე ნაწილს, რომელიც "ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარის თქმას გულისხმობს, არ ეთანხმება. ამის მიზეზად ჭიჭინაძე ოპოზიციასა და მთავრობაში არსებულ ბანკირებს ასახელებს. "ტრიბუნას" ლიდერის განცხადებით, მაშინ იქნება ოპოზიციის გვერდით, როდესაც ისინი ბანკირებთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. 

"ქართულ ოცნებასთან" მიმართებით, მე ისედაც მაქვს ჩემი დამოკიდებულება, ეს დაპირისპირება 3 წელია გრძელდება. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული პროგრამა გვაქვს და სწორედ მის მხარდაჭერას ვითხოვთ. ჩვენთვის პრობლემა სახელსა და გვარებში კი არ არის. პრობლემაა იმ მიდგომებში, რომელიც მათ აქვთ. არის საბანკო სისტემა, რომელიც ხალხს აუბედურებს, მათთან კი პრაქტიკულად არავინ არის დაპირისპირებული. ივანიშვილიც ბანკირია და ხაზარაძეც.

კოალიციური მტავრობის შექმნის წინაშე რომ დავდგეთ, ჩვენ კრიზისის მომხრე ვიქნებით. ხაზარაძეს ჯიბის პრემიერები რომ ჰყავდა, ბედნიერი იყო, "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს და ახლა რომ აღარ ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც რასაც უნდოდა ხელს იმაზე აწერინებდა, მისი უკმაყოფილება დღეს ამით არის გამოწვეული.

ამ ქვეყანაში ხალხის დაქცევის პირველი დამნაშავეები ბანკირები არიან. თუ ოპოზიცია მთლიანად იტყვის უარს ბანკირებთან თანამშრომლობაზე, მე მათთან ვიქნები, რადგან ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით,"- აღნიშნავს პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობიდან "ტრიბუნა" დავით ჭიჭინაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები