"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული საინფორმაციო სააგენტო "დოსიეს" საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც თვითონ და მისი თანაპარტიელი დავით თარხან მოურავი კრემლის რჩეულებად არიან დასახელებულნი.
მისი თქმით, არ შეიძლება ამ სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ფაქტად განიხილებოდეს.
"საუბარია ე.წ. სააგენტო "დოსიეზე". მე, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა სააგენტოა. პრინციპში, ასეთი ტიპის სააგენტო ასობით ფუნქციონირებს რუსეთში. არანაირად არ შეიძლება, რომ ამ სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ან რაიმე ტიპის ე.წ. ინფორმაცია განიხილებოდეს ფაქტად. მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც ჩვენ გვიწევს კონსულტაციას. 4 ამერიკული კომპანია, 2 ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია. ჩვენ ველოდით ასეთ თავდასხმას და ნამდვილად არ არის ეს მოულოდნელობა ჩვენთვის,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.