ოპოზიციაში თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი ისევ სადავოდ რჩება. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეყოლება თუ არა "ნაციონალურ მოძრობას" ისანში საკუთარი კანდიდატი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ.
პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ თუკი "ნაციონალურ მოძრაობას" კანდიდატი ისანშიც ეყოლება, ის შესაძლოა, ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი ან ზაალ უდუმაშვილი იყოს.
პარალელურად, ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთს საბურთალოზეც უპირისპირდებიან.
ირაკლი ოქრუაშვილი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე თაკო ჩარკვიანს საარჩევნო ნომრის შეცვლას სთავაზობს, გიორგი ვაშაძის თანაგუნდელი კი ოქრუაშვილს პასუხად წარსულს ახსენებს.