შატილის გზაზე 17 ადამიანის დაღუპვის გამო საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.
"შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. ჩვენი ფიქრი მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის. ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას", – ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივანის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.