17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
როდის ჩამოვლენ უცხოელი დამკვირვებლები და მოუწევთ თუ არა კარანტინის გავლა - ოპოზიცია პროტოკოლის გამოქვეყნებას ითხოვს

როდიდან უნდა ველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოში?! - ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ეჭვობს, რომ მმართველი გუნდი პანდემიის გამო დამკვირვებლებისთვის სპეციალური წესების შემუშავებას მიზანმიმართულად აჭიანურებს.

ხელისუფლების ოპონენტების ეჭვებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაო რაოდენობის უცხოელი დამკვირვებელი იქნება.

საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის მოწვევა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე მიიღეს, თუმცა, ამ დრომდე გაწერილი არაა პროტოკოლი, როგორ შემოვლენ უცხოელი მონიტორები ქვეყანაში, რომელსაც ღია საზღვარი მხოლოდ 5 ქვეყანასთან აქვს.

ხელისუფლებას საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობს მესამე სექტორი.  

ცენტრალურ საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურად დანიშვნას ელოდება, რის შემდეგაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების რეგისტრაცია დაიწყება. 

დღის ამბები