17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"ევროპული საქართველო" საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის გამოწერილ 500 ლარიან ჯარიმას მერიაში ასაჩივრებს

პარტია "ევროპული საქართველო" საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმეს.

პარტიამ ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა, რომელის განხილვას დღეს უნდა მოხდეს.

"ევროპულ საქართველოში" ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ მომხდარი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიმართ უკანონო მეთოდების გამოყენებაა და ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობენ.

საკითხი უკვე განიხილა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ და დაადგინა, რომ "საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო "ევროპული საქართველოს" დაჯარიმება კანონიერი გადაწყვეტილება იყო."

დღის ამბები