17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან, გამოძიება არ არის - გიორგი ვაშაძე ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას უმძიმესად აფასებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. მან ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება უმძიმესად შეაფასა,  რაც, მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურის ჩამოშლამ გამოიწვია. შეხვედრაზე იმსჯელეს სისტემის შეცვლის გეგმაზე და გამოსავლის ძიებაზე.

"დღეს, შიმშილთან ერთად ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა არის კრიმინალი. ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან - გამოძიება არ არის, დამნაშავეები არ არის დაკავებული. მომატებულია კრიმინოგენური ფონი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანებს, უბრალოდ, ეშინიათ ქუჩაში გვიან ღამით გამოსვლა. ეს არის უმძიმესი ვითარება, რაც მოიტანა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულმა ჩამოშლამ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის მონაწილემ, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გამოიწვია იმან, რომ შესაბამისი უწყებები კონკრეტული პარტიების ინტერესებს იცავენ.

"იმის ნაცვლად, რომ ჩვენი უწყებები თავის საქმეს აკეთებდეს, სამწუხაროდ, ჩათრეული არიან პოლიტიკური პარტიის ინტერესების დაცვაში და არა ქვეყნის. გამოსავალი არის იმაში, რომ რა ხელისუფლებაში, სისტემა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ებრძოლოს კრიმინალს და არა იმისთვის, რომ თავისი პარტიული ინტერესები დაიცვას,"-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები