საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ საბანკო სექტორთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე გასცეს. მისივე განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე მოხუცებისთვის დისკომფორტის მოსახსნელად.
"ბავშვების შემდეგ, ჩვენი ყურადღების ცენტრი არიან ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები.ჩვენს პენსიონერებს პენსია ყოველ 14 რიცხვში ერიცხებათ, ეს კი ბანკებში მათ საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნით, მათ რიგში დგომა უწევთ ხოლმე. თუმცა, პანდემიის პირობებში, ეს პროცესი, დისკომფორტის გარდა, არის მაღალი რისკის მატარებელი.
მოგეხსნებათ, მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან მსჯელობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. ამ პროცესში არანაირი ტექნიკური შეფერხება არ და ვერ იქნება.
ამით უნდა მივიღოთ მთავარი შედეგი - უნდა დაეცეს მობილობა და პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პენსია არა ყველამ ერთ დღეს, არამედ თანმიმდევრულად და წყნარად მიიღონ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.