17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს და ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მხარდამჭერებზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განცხადება გააკეთა. ვაშაძე ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ აქვს დისკი, სადაც დანაშაულებრივი ქმედებები ჩანს.

"ხელში მიჭირავს დისკი, რომელსაც ვუგზავნი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გომელაურს და ბატონ გახარიას.

ამ დისკზე არის დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა, სადაც პირდაპირ გადაღებულია, როგორ "აკაჩავებს" პოლიციელი ჩვენს აქტივისტს, რომელიც აკრავს პლაკატებს ქალაქში, როგორ ეუბნება, რომ ძებნილია და შემდეგ - უარყოფს; როგორ ემუქრება მანქანაში შეთრევით, როგორ ემუქრება, რომ კრედიტს თუ არ გადაიხდის, მას პრობლემები ექნება...

არ შეიძლება, ათობით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ცდებოდეს პოლიტიკური დავალებისთვის, როცა პარალელურად, გუშინწინ ორხევში დაჭრეს ადამიანი, იმიტომ, რომ პოლიციას არ სცალია კრიმინალისთვის," - აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები