21 სექტემბერი 2024,   05:08
ვრცლად
ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება - თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ დარღვეულ შეთანხმებაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ დარღვეულ შეთანხმებას ეხმაურება. როგორც წულუკიანი ამბობს, მისთვის დიდად საინტერესო არ არის,ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება.

"ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება, ვინ რა ვერ გაიყო, მათ შორის ამჟამინდელი თუ მომავალი თანამდებობები, მათ სახეს კარგად წარმოაჩენს. ხალხის თვალში და რეალურად, კიდევ უფრო ამცირებს ისედაც მცირე შანსებს საარჩევნო და პოლიტიკური გაგებით, რაც მათ მანამდე ჰქონდათ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ისანში და ყველა სამაჟორიტარო ოლქში, ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს და დასუსტდება თუ არა ჩვენითვის განხილვის საგანი არ არის, "- განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის ოლქში გიორგი ვაშაძის კონკურენტ კანდიდატად ხატია დეკანოიძე დააყენა.

დღის ამბები