17 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე - თინა ბოკუჩავა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, სადაც ის საქართველოში დაბრუნებას აანონსებს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ყოფნის საკითხს წყვეტს საქართველოს ამომრჩეველი და არა "ქართული ოცნება".

"ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის და არ იქნება, ვინ იქნება და არ იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამას წყვეტს ქართველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართვას - მივესალმები მის გულწრფელ ემოციას. ეს ადამიანი ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვასთან და ამ ქვეყნის განვითარების იმედთან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამომრჩეველი ძალიან სწორად და ისევე გულწრფელად მიიღებს ამ მიმართვებს, როგორც ეს მან იგულისხმა,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები