17 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს

ვაკე-საბურთალოს საარჩევნო შტაბში ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე მომატებულ კრიმინალზე, საზოგადოებაში არსებულ დაუცველობის განცდასა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ისაუბრეს. 

"ყოველ ჯერზე, როდესაც ვრთავთ ტელევიზორს, არის განცდა, რომ მორიგი უბედურება ხდება. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, კონკრეტულად რას ვთავაზობთ საზოგადოებას იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. წარმოვადგენ ძალიან მკაფიო, კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გადატყდეს ეს საბჭოთა სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა, რაც არის თავი და თავი ადამიანების დაუცველობის და სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობის," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები