"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა " დღის კურიერის" ეთერში მისი ოკუპირებული აფხაზეთში გახმაურებული ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
ირმა ინაშვილმა მის მიმართ, ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგ ტერორზე ისაუბრა. თუმცა, ჟურნალისტის შეკითხვას, იგრძნო თუ არა მან, ასევე ფსიქოლოგიური ტერორი მაშინ, როდესაც ნახა ილორის მონასტრის გადათეთრებული კედლები და წაშლილი ფრესკები - ინაშვილმა უპასუხა, რომ ეს მძიმე სანახავი იყო.
"რა თქმა უნდა ვიგრძენი, ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო. მე ვმოქმედებ ისე, რომ ჩემს სახელმწიფოს მოვუტანო სიკეთე, ქართველებსაც და აფხაზებსაც. ბევრი ინფორმაცია მივიღ აფხაზეთში ვიზიტისას, მაგრამ ახლა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ," - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას კრემლი არ დამხმარებია.
"მოსკოვი და კრემლი ერთი და იგივე არ არის. მე მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მათ კრემლთან არავითარი კავშირი არ აქვთ. მე აფხაზეთში ვიზიტისას რუსები არსად მინახავს, ხატის ჩაბრაძანებაში კი, ადგილობრივი აფხაზები დაგვეხმარნენ,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.