17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ამოცანაა ეს ერთი და იგივე სცენარი დასრულდეს, ჩვენ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე მხარს არ ვუჭერთ - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას "ევროპული საქართველო" მხარს არ დაუჭერს.

გიგა ბოკერიას ეჭვი ეპარება, რომ ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურის ირგვლივ კოალიციის შეკვრა მოხერხდეს. 

"ჩვენი, "ევროპული საქართველოს" და, მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთი და იგივე სცენარი დასრულდეს. საქართველოში, სადაც თითქოს დევნილი პოლიტიკოსები არ არსებობენ და ეს ამბავი, როცა ერთი იძახის - "დავბრუნდები", მეორე იძახის - "ვერ დაბრუნდება" და დევნას აგრძელებენ - დასრულდეს. ყველა პოლიტიკური ძალის უფლებაა, რომ მას ვინც სურს პრემიერად, ის დაასახელოს. ჩვენ ამ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვექნება. თუ პროგნოზს გვეკითხებით, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება ამის გარშემო კოალიციის შეკვრა. კოალიციას შევკრავთ ჩვენ, "ევროპული საქართველო", რადგან ხედვა გვაქვს, ქვეყანა ამ ჩიხიდან როგორ გამოვიყვანოთ, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ საქართველოში ბრუნდება. ამასთან, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ისმის ვარაუდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. 

დღის ამბები