კასპისა და გორის ოლქში პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს სოფელ შავშვებში ჩავიდა, სადაც მოსახლეობის თქმით, სარწყავი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ, ხოლო სასმელი წყალი უკვე 2 კვირაა არ მოდის.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე აცხადებს, ის სოფელში უწყლობით შეწუხებული მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე დასასწრებად ჩავიდა, თუმცა მას შემდეგ რაც მისი გეგმები გახდა ცნობილი, ხალხს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციაზე გამოსვლა აუკრძალეს.