"თუ ბრუნდები დაბრუნდი შე დალოცვილო, რამდენი წელია რაზგონს იღებს" - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, "დღის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ ამბობს, რომ "საქართველოში ბრუნდება".
"თუ ბრუნდები დაბრუნდი შე დალოცვილო, რამდენი წელია რაზგონს იღებს. გადმოვცურავ და გადმოვალო. არ იცის სად არის საქართველო? თუ თავი აქვს ჩამოვიდეს ასეთი რაღაცები, თუ ვინმეს ეხმარება და ვინმეს წისქვილზე წყალს ასხამს, ეს არის მხოლოდ "ქართული ოცნება". ისინი ამბობენ მერე, ჩამოსვლას ვერ ბედავსო. ან ჩამოდი შე დალოცვილო, ან თავი დაგვანებე და მიხედე მაგ უკრაინას,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.