ზუსტად ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად, აქტიურ ფაზაში შევა წინასაარჩევნო კამპანია.
ხელისუფლებას ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნება" კონკურენტებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, განმარტავენ მთავარი არა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, არამედ კანონის აღსრულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციული რესურსი კვლავ უმრავლესობის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, ასევე ადგილი ექნება მოსყიდვასდა და დაშინების მცდელობასაც.
"წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია საკანონმდებლო ცვლილებები, მაგალითად, კვლავ დარჩა საარჩევნო უბნები კრიმინალების თავშეყრის ადგილად. ჩენ ამომრჩეველთა დაშინების გამო, ერთი დასჯილიც კი არ გვინახავს 8 წლის განმავლობაში. ახლა, კანონის აღსრულებაა მთავარი და არა განმტკიცება. ბუნებრივია, რომ "ქართული ოცნება" კონკურენტებს სხვადასხვა რესურსის გამოყენებით არათანაბარ პირობებში ამყოფებს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ძალადობაში ადანაშაულებს.
"საპარლამენტო უმრავლესობამ თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა, ზეწოლა და მოსყიდვა კი დაისაჯოს, თითქოს ჩვენ დავდივართ ხახვითა და კარტოფილით. "ქართული ოცნება" ძალადობს ადამიანებზე. თუმცა, ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც აღარც ფული მუშაობს ამომრჩეველზე და აღარც დაშინება," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე ფიქრობს წინასაარჩევნოდ მთავრობა ხალხს ბიძინა ივანიშვილის ფულით მოისყიდის.
"ხელისუფლების ბერკეტი წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის ძალიან ბევრი ფული და სააკაშვილის დაბრუნების საფრთხით, ამომრჩევლების მობილიზება იქნება," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.
ხელისუფლების ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ ის მეთოდები, რომელიც სახელისუფლებო ძალას ჰქონდა ხოლმე - ისევ ძალაში დარჩა.