17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძე საარჩევნო კამპანიას საბურთალოს ოლქში რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაიწყებს

ბადრი ჯაფარიძე საარჩევნო კამპანიას საბურთალოს ოლქში რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაიწყებს.

მანამდე კი, მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. "ლელოს" გენერალურ მდივანს მოქალაქეებმა განუცხადეს, რომ ქვეყნის განახლებისთვის, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.

"ლელო საქართველოს" დამფუძნებელმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკის დინამიური ცვლილებებია.

"მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ჩვენ ვიგებთ თუ რა აწუხებს მათ, რომ ერთად ვიმსჯელოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. შეხვედრები ემსახურება მიზანს, რომ ადამიანებს გავუღვივოთ იმედი და გადავლახოთ ის უიმედობა და ნიჰილიზმი, რომელიც ხელისუფლებამ დაამკვიდრა," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები