17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
კახა ოქრიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან, მათ შორის ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს

პარტია "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ადასტურებს, რომ ის კონსულტაციებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან და მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" მართავს.

"ჩვენ ვმართავთ მოლაპარაკებებს მოკავშირეობასთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიციასთან სადაც რამდნიმე პარტია შედის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა," - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება პარტიის ყრილობა სადაც ის სააარჩევნო გეგმებზე დეტალურად ისაუბრებს.

პარტია "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებლები მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და ბიზნესმენები ცეზარ და ლაშა ჩოჩელები არიან. მოლაპარაკებებს ადასტურებს ცეზარ ჩოჩელიც:

"მიდის მოლაპარაკებები ძალა ერთობაშია გაერთიანებულ ოპოზიციასთან. არამარტო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, იქ იყვნენ სხვა სუბიექტებიც," - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

თავად კახა ოქრიაშვილი პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატია. ის 2-ჯერ პარლამენტარი გახდა როგორც ერთიან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი დმანისიდან. მე-9 მოწვევის პარლამენტში კი ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა. 

დღის ამბები