"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, თბილისში ვარდების მოედანზე მათი ბანერის გადაღებვის ფაქტზე საქმე აღიძრა.
"პოლიციამ აღძრა საქმე, ვინაიდან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა არის მეორე მხარე, ეს არის ძალიან მდაბიო საქციელი, ერთმანეთს ვეკამათოთ ფაქტებით და არგუმენტებით, ეს არის ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის გამომხატველი ქმედება, როცა აზიანებ პლაკატებს," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს, რესპუბლიკის მოედანზე საღებავით დააზიანეს "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები, დავთი თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.