"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჩხერე “ქართული ოცნებისთვის” ერთ-ერთი დასაყრდენია, რეგიონში გაუსაძლისი მდგომარეობაა, კრიმინალის მაღალი დონეა, ადამიანებს კი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვთ. სერგო რატიანის განცხადებით, თვალშისაცემია საჩხერეში ჯანდაცვის და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები.