08 მაისი 2024,   16:42
ვრცლად
ხარაგაულში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი იქნება - დავით ბაქრაძემ რატიანი ოლქში გუშინ წარადგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და მაჟორიტარობის კანდიდატი ხარაგაულში სერგო რატიანი წარადგინა.

დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება სოციალურ პრობლემებზე. მისი თქმით, პარტიას აქვს გეგმა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაორმაგდება სოციალური დახმარებები, რითაც ცოტათი მაინც გაუმჯობესდება იმ ადამიანების მდგომარეობა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

პარტიის ლიდერები ხარაგაულში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. სერგო რატიანის თქმით, რეგიონში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ხოლო ხელისუფლება ადგილობრივებს არ აქცევს ყურადღებას.

დღის ამბები