17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს

ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

სოლომონ პასის განცხადებით, დადგა დრო, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიღონ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრებად ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე:

"ნატოს წევრობა კი იქნება შესაძლებლობა, აღნიშნულმა ქვეყნებმა დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები, ისე, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში, რომელიც მშვიდობიანად დაუბრუნდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას" - განაცხადა ბულგარეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

დღის ამბები