17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"პუტინმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებისთვის ფასის გადახდა მოუწევს" - ამერიკელი მკვლევარი

მორიგი მხარდამჭერი განცხადებები შეერთებული შტატებიდან - ამერიკელი დიპლომატები და მკვლევრები შეერთებული შტატების რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების ორმაგი სტანდარტი რუსეთთან დაკავშირებით შედეგის მომცემი არ არის და აუცილებელია, კონკრეტული და ნათელი გზავნილების გაკეთება, მათ შორის - საქართველოსთან დაკავშირებით.

"პუტინმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მისი ქმედებებისთვის ფასის გადახდა კვლავ მოუწევს, სანამ ამ ქცევას არ შეცვლის, სანამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს არ სცემს და არ შეწყვეტს რეგიონში ტერიტორიების ოკუპაციას," - ამბობს დევიდ კრამერი.

დღის ამბები