NDI ჩართულობით ოპოზიცია სამომავლო გემებზე მსჯელობს. 10-მდე პარტია ორი დღის განმავლობაში ბორჯომში შეხვედრას მართავდა.
პარტიებმა განიხილეს ხედვები, როგორ უყურებენ ისინი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობის გეგმებს. იმსჯელეს როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემა,ეკონომიკა და განათლება.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიცია რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შეთანხმდა.
"ამ შეხვედრაზე შევჯერდით ფუნდამენტურ მიმართულებებზე და მონახაზზე, ზუსტად ისე როგორც ეს მოხდა სასამართლო სისტემაზე. ეკონომიკაში უნდა მოხდეს მინიმალურამდე იმ თანხის შემცირება რასაც საზოგადოებას ართმევენ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სუსი, როგორც რეპრესიული ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს და შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული მართმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.