ხვალიდან "ბავშვთა უფლებათა კოდექსში " შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი.
სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებს მულტიფუნქციური ჯგუფები , რომელიც მონიტორინგს გაუწევს ერთის მხრივ სოციალური მუშაკების საქმიანობას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ოჯახის გაძლიერებას. უცვლელი რჩება შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი.
ძალადობის შემთხვევაში, სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი - გასულ წელს განიხილა და დაამტკიცა, ის ძალაში 1 სექტებერს შევა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი, რომელზეც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, მისი თქმით კანონი შემოიტანს მთელ რიგ სოციალურ და საგანმანათლებლო გარანტიებს.