"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე , ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ასევე ქუთაისის მერობის კნდიდატი გიგა შუშანია ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდნენ.
კანდიდატებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ქუთაისის განვითარების მათეული ხედვა გააცნეს. ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
აღნიშნული შეხვედრით პარტიამ ქუთაისში 2020 წლის საარჩევნო კამპანია გახსნა.