17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პერიოდს ყურადღებით დააკვირდებიან. 

მანვე იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება. 

"ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია. მიხარია 8 მარტის შეთანხმების მიღება, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და კარგი საფუძველი შეიქმნა, რომ შემდეგი ნაბიჯები გადამდგარიყო. მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს. როგორც ევროკავშირის ელჩს, უფრო მეტი ინტერესი მაქვს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, და არა - ვინ გაიმარჯვებს.იმედია, არჩევნები მაღალი სტანდარტებით გაიმართება.

რაც შეეხება რუსეთის ჩარევას არჩევნებში, ეს არ ვიცი, მაგრამ რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია,"-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები