პარტია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას არ აპირებს. პარტიის ლიდერის, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზანია, "არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები“.
"ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკის და, შესაბამისად, პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება. იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, არ გაიყოს "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეთა ხმები, მივიღეთ გადაწყვეტილება და მაჟორიტარულ ოლქებში არ ვაყენებთ კანდიდატებს.
მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს და საქართველოს ყველა შეგნებულ მოქალაქეს, ხმა მისცეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წინააღმდეგ, რამაც უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი" - აცხადებს ჟორჟოლიანი.