17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ქალისა და კაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას "ლეიბორისტული პარტია" საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვს

გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით "ლეიბორისტულ პარტიას" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ქალისა და მამაკაცის პენსიაში გასვლის ასაკი უნდა გათანაბრდეს და ორივე შემთხვევაში 60 წელი გახდეს.

"ქალბატონები პენსიაზე გადიან 60 წლის, ხოლო კაცები 65 წლის ასაკში - აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, რომ  დაუშვებელია დისკრიმინაცია ენის, კანის ფერის, სქესის და სხვა მონაცემების მიხედვით. ამიტომ ჩვენს შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

დღის ამბები