რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ჯერ უცნობია.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, "აირაის", "ენდიაისა" და ევროპარლამენტისგან ზუსტი პასუხი ქვეყანას არ მიუღია, რადგან ორგანიზაციებში პანდემიის პირობებში რეგულაციის წესებს ადგენენ.
სხვა სადამკვირვებლო მისიები საქართველოში ჩამოსვლას და საარჩევნოდ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აპირებენ.
"დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის "ეუთოდან", "ოდირიდან" და სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მასშტაბური ვიზიტი იგეგმება, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება ეს საკითხი, სადაც ადგენენ წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში, აქ მხოლოდ საქართველო არ არის," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.