17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ჯარიმა,6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - სავარაუდო სასჯელი არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენისთვის

არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა, შესაძლოა, ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

პარლამენტი მმართველი გუნდის ინიციატივის განხილვას იწყებს, ბიუროს შემდეგ საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადავიდა. ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს.

"ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში 31 ოქტომბერს ჩავატარებთ მაღალი სტანდარტებით არჩევნებს. თუმცა გარკვეული ტიპის სპეკულაციები ბოლომდე რომ აღმოვფხვრათ, ამისათვის და სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ ჩვენი საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლები საქართველოში ამას ძალიან დადებითად შეხვდნენ, რომ უზრუნველვყოთ და პრევენციული ხასიათის ზომები მივიღოთ საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩატარდეს ისეთ დონეზე არჩევნები, რომ ნებისმიერ ამომრჩეველს ჰქონდეს განცდა, რომ მისი თავისუფალი ნება, მივიდეს საარჩევნო ურნასთან და მისი ხმა იქნება უზრუნველყოფილი," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა. 

ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა. ინიციატორები მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ, რასაც ოპოზიციის მხრიდან დღეს მწვავე შეფასებები მოჰყვა.

 

დღის ამბები