17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
პარტიამ "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო შეწირული-გობრონიძე წარადგინა

დღეს ოზურგეთში პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი " გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო შეწირული-გობრონიძე წარადგინა.

პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ესწრებოდნენ.

ნინო შეწირული-გობრონიძე პარტიის პირველი ქალი კანდიდატია, რომელიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ის აგრარულ მეცნიერებათა დოქტორია და 12 წლიანი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობის და კვების უსაფრთხოების საკითხებში. 2015-2019 წლებში ნინო შეწირული სურსათის უვნებლობის სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო.

როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, მათი მთავარი გეგმა გურიაში სოფლის მეურნეობის გაძლიერება და განვითარებაა.

დღის ამბები