17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური თანხა 8000 ლარით გაიზარდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.

"პაციენტებს, ვისაც სჭირდებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ, ეს სერვისი მიიღონ სრულიად უფასოდ.

ბავშვები, ასაკით პენსიონერები. შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სტუდენტები - მათთვის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და სხივური თერაპიისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა შეადგენდა 15 ათას ლარს, დღევანდელი ცვლილებით 8 ათასი ლარი ემატება ორივე პაკეტს. ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და - სულ არის 21 დასახელების ახალი მედიკამენტი, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა  - სრულად დაფარვას," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები