"ლეიბორისტებული პარტია" მთავრობის წინააღმდეგ - დღეს შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საკარანტინო წესების გაუქმება მოითხოვა.
პარტიის ლიდერი დისკრიმინაციულად მიიჩნევს იმ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც სავალდებულო კარანტინის გავლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ.
"ვაიმთავრობამ არნახული კანონი დააწესა, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე თავსდება საპატიმრო კარცერში 2 კვირით, ხოლო უცხოელი შემოდის თავისუფლად.
დღეს შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში და მოვითხოვთ სრულიად უკანონო დადგენილების შეჩერებას," - აცხადებს ნათელაშვილი.