"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პანდემიის პირობებში დაჯარიმებულ მცირე მეწარმეს შეხვდა.
ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ 32 ათასი ლარით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააჯარიმეს.
ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პანდემიისა და რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, მკაცრი სანქციებისგან თავი შეიკავოს.
"იმის მაგივრად, რომ კოვიდის პირობებში მცირე ბიზნესის განვითარებაზე ეზრუნა სახელმწიფოს, იმის მაგივრად, რომ იმ ფულით, რომელიც შემოვიდა, გადასახადები მოეხსნა და მართლაც ფინანსური ამნისტია გაეკეთებინა, დღემდე უთვალთვალებენ მანქანები, რომ ამ მაღაზიაში არავინ შემოვიდეს. შემოვარდა საგადასახადო, დააჯარიმა ეს მაღაზია 30 000 ლარით, როდესაც პროდუქცია არის, დაახლოებით, 15 000 ლარის,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.