სასტუმრო "რედისონში" ახალი პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის ლიდერად ლევან ბოძაშვილი დასახელდა, რომელმაც პრეზენტაციაზე ახალი გუნდი და მოძრაობის პოლიტიკური გეგმები წარადგინა.
მისი საპროგრამო ამოცანები მოიცავს ისეთ ინოვაციურ საკითხებს, როგორიცაა : კრიპტომილიონერი მოქალაქის კონცეფციის დანერგვა, იაფი ენერგიის წყაროს შექმნა ილონ მასკთან ერთად, დიდ ჰიდრო-ჰესებზე უარის თქმა, 75 სასწავლო ტექნოლოგიური ცენტრის შექმნა ქვეყნის მასშტაბით Google თან ერთად, გონიერი ქალაქებისა და მოქალაქის კონცეფციის დანერგვა ყველა დიდ ქალაქში IBM-თან ერთად, ინოვაციური ღრუბლოვანი ჰაბებისა და მონაცემთა ცენტრების აშენება, ეკოლოგიური ურბანული სისტემის აწყობას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ამაზონის საწყობის აშენებას ლილოში, საქალაქო და ეროვნული ბლოკჩეინ პლებისციტებისა და არჩევნების დანერგვა, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროს სრული ტოკენიზაცია და წლიურად 3 მილიარდამდე პირდაპირი, ინვესტიციების მოზიდვა, ქართული ბიო და ორგანული პროდუქციისთვის საერთაშორისო მარკეტინგული მექანიზმების შექმნა ტექნოლოგიების მეშვეობით.