პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.
გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სესხებზე უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ასახელებს. ვაშაძის განცხადებით, წელს ბანკებმა მოსახლეობის ხარჯზე 50 მილიონი ლარით მეტი ქონება დააგროვეს, ვიდრე შარშან.
"2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ, 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე ბიზნესსუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცა ბანკებს. კრიზისი არის ყველასთვის და როცა არის კრიზისი და სახელმწიფო აცხადებს, რომ ეხმარება ბიზნესს, მოქალაქეებს, უნდა იყოს დახმარება, ჩვენ კი ვხედავთ პირიქით - ბანკები მიდიან და ართმევენ ქონებას ადამიანებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.