დღეიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელ პროცედურებს იწყებს.
დღეს უწყებაში სხდომა გაიმართა, სადაც ღონისძიებათა გრაფიკი დამტკიცდა.
"ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებზე.
ამ მომენტისთვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრირებულია 59 პოლიტიკური პარტია, ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის არაუგვიანეს 4 სექტემბრისა,"- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.