17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
სააკაშვილი მზადაა, საქართველო იყოს მისი უპირველესი საზრუნავი და ჩაუდგეს ცვლილებებს ავანგარდში - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკური ველიდან არც არასდროს გასულა და ამ მნიშვნელოვან ეტაპზეც ის მზადაა ცვლილებებს ავანგარდში ჩაუდგეს. თინა ბოკუჩავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, გასული 8 წლის განმავლობაში გააანალიზეს ის წარმატებებიც და ხარვეზებიც, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო:

"მიხეილ სააკაშვილი არასდროს გასულა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ მან ახლა დაადასტურა ის, რომ მიუხედავად მისი ძალიან საპასუხისმგებლო როლისა უკრაინაში, ის მზად არის სწორედ საქართველო იყოს მისი უპირველესი საზრუნავი და ის ჩაუდგეს ცვლილებებს ავანგარდში. ზოგადად ადამიანები ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ რაღაცა არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ვთანხმდებით იმაზე, რომ ის 8 წელი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, იყო აღმშენებლობის ხანა, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზებიც და სწორედ ამის გამოსასწორებლად დაგვჭირდა ის ანალიზი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილმა გაიარა ამ 8 წლის განმავლობაში,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები