წინასაარჩევნო მარათონმა სტარტი ოფიციალურად უკვე აიღო. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას უკვე აქტიურად აწარმოებენ, პრიორიტეტებიც გაწერილი აქვთ.
ყველა პოლიტიკური სუბიექტი 31 ოქტომბრამდე პერიოდს მოსახლეობასთან შეხვედრებს დაუთმობს, თუმცა პანდემიის ფაქტორის გათვალისწინებით, საკუთარი საარჩევნო ხედვების პროგრამის ფორმატში გახმოვანებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.
ჯერ პარტიული სიები არ საჯაროვდება. პოლიტიკური სუბიექტები მედიასთან მხოლოდ პროგრამაზე და საარჩევნო გარემოზე საუბრობენ.
არჩევნების კონსტიტუციით განსაზღვრული თარიღი ოფიციალურად 31 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პრეზიდენტმა სპეციალურ განკარგულებას ხელი მოაწერა.